воскресенье, 16 марта 2014 г.

დღე IV
ტრენინგის მეოთხე  მეცადინეობაზე  ვისაუბრეთ შეფასების დროში გაწერილ გეგმაზე.უფრო კარგად გავერკვიე შეფასების სხვადასხვა ფორმებში,რომელიც პროექტის მსვლელობის დროს გამომადგება,გავიგე სწორად როგორ ჩამოვაყალიბო შეფასების სტრატეგიები.ვორდში გავაკეთე შეფასების გეგმის ნახაზი და შევიტანე მონაცემები.დღევანდელი  დღე იყო უფრო მეტად დატვირთული ,საჭირო და საინტერესო.

1 комментарий:

  1. გავეცანი თქვენს პროექტს, მომეწონა ის, რომ გამოკვეთე საინტერესო თემა. რადგან კლასში გერიცხება აუტიზმის დიაგნოზით მოსწავლე, მართლაც მიზანშეწონილია მოსწავლეებს მეტი ცოდნა ჰქონდეთ აღნიშნულის შესახებ. ვფიქრობ აქტივობები მრავალფეროვანია და პროექტი დროში კარგად არის გათვლილი.
    მგონია, რომ კარგია პლაკატების დამზადება, იქნებ პლაკატებთან ერთად დაგემზადებინა ბუკლეტებიც, რომლებსაც თვითონ მოსწავლეები დაარიგებენ თემში და უფრო მეტ თანატოლს მიაწვდიან ინფორმაციას ამ პრობლემის შესახებ. ამ პროექტით მოზარდები მეტ თანაგრძნობას გამოიჩენენ სსმ მოსწავლეების მიმართ და ადვილად მოხდება მათი საზოგადოებაში ინტეგრაცია.

    ОтветитьУдалить