воскресенье, 30 марта 2014 г.

დღე VI

ვიმსჯელეთ და განვიხილეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომები. დავინახე მისი მნიშვნელობა, გავაკეთე ორი ნაშრომი, რომელშიც გავითვალისწინე სასწავლო თემატიკა და მოსწავლის ასაკი.
იმედია ყოველივე ეს ძალიან დამეხმარება შემდგომ მუშაობაში.

суббота, 29 марта 2014 г.

დღე V

ტრენინგი ყოველდღიურად უფრო საინტერესო ხდება.დღევანდელი დღე  დაიწყო წყვილებში  მუშაობის მრავალფეროვანი აქტივობების გაცნობით.გაკვეთილზე ხშირად ვიყენებ წყვილებში მუშაობას ,მაგრამ დღეს მოსმენილი ძალიან დამეხმერება  აქტივობების გამრავალფეროვნებაში.
ყოველთვის  მაინტერესებდა, ვარღვევდი თუ არა საავტორო უფლებებს,როცა ვიყენებდი
სხვადასხვა მასალას,ამ თემასთან დაკავშირებითაც  ბევრი ინფორმაცია მივიღე,რომელიც საკმაოდ გამიადვილებს მუშაობას.
საინტერესო და ბევრის მომცემი იყო ერთმანეთის პრეზენტაციების განხილვა და რეფლექსიის განხორციელება.

воскресенье, 16 марта 2014 г.

დღე IV
ტრენინგის მეოთხე  მეცადინეობაზე  ვისაუბრეთ შეფასების დროში გაწერილ გეგმაზე.უფრო კარგად გავერკვიე შეფასების სხვადასხვა ფორმებში,რომელიც პროექტის მსვლელობის დროს გამომადგება,გავიგე სწორად როგორ ჩამოვაყალიბო შეფასების სტრატეგიები.ვორდში გავაკეთე შეფასების გეგმის ნახაზი და შევიტანე მონაცემები.დღევანდელი  დღე იყო უფრო მეტად დატვირთული ,საჭირო და საინტერესო.

суббота, 15 марта 2014 г.

დღე II
დღეს ტრენინგის მესამე დღეა.მე შევძელი ბლუმის ტაქსონომია გამომეყენებინა თემის მიზნებისა და შედეგების ჩამოყალიბებაში.ჩამოვაყალიბე  ზოგადი,თემატური და შინაარსობრივი კითხვები.ეტაპობრივად ვავსებ გეგმის შაბლონს.
ტრენინგს ძალიან საინტერესოს ხდის ტრენერი ქ.ირინა მარკოზაშვილი.გვაქვს პასუხი მუშაობის პროცესში წამოჭრილ ყველა კითხვაზე.

воскресенье, 9 марта 2014 г.

დღე  I
შევუდექით პროექტებით სწავლების პროცესს,გავაკეთეთ ბლოგი,გავხსენით ახალი ფოსტები,დავამზადეთ პუბლიკაციები.
დღე საინტერესოდ დაიწყო. ბევრი საჭირო ინფორმაცია მივიღე და იმედია
წარმატებით გამოვიყენებ მიღებულ ცოდნას.